რეზონანსი
26.11.2026

ცნობილი მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ წავიდა რუსეთიდან და ჯერ ისრაელში ცხოვრობდა, ბოლო წლებში კი - კვიპროსში, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. თავად ძირითადად ფილტრით დებს ფოტოებს და მაკიაჟით, რამდენჯერმე კი საჯაროდ გამოჩნდა. მაგალითად, ბოლოს იურმალაში იყო ქმართან ერთად და ხელჯოხით გადაადგილდებოდა.

"4 თვე უძრავად ვიყავი, დავეცი და ფეხი მოვიტეხე. მეგონა, ვეღარც დავდგებოდი ფეხზე. პანიკური შეტევები მქონდა ეს 4 თვე. გამაფრთხილეს, რომ შეიძლებოდა 6 თვეც გაგრძელებულიყო. მერე მოვიდა ერთი ადამიანი და მითხრა, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, ჩემს ნებისყოფაზე. ასე ავდექი და ცოტა ხანს ვივლი ჯოხით... - აღნიშნა მაშინ ალამ.საუბარში მაქსიმ გალკინიც ჩაერთო და აღნიშნა, რომ ბევრი ჭორი გავრცელდა, თითქოს პუგაჩოვამ გულის ოპერაცია გაიკეთა. უბრალოდ, ფეხი მოიტეხა.

ამჯერად კი ალამ გულახდილი ფოტო გამოაქვეყნა - უმაკიაჟოდ და უფილტროდ.

რასაკვირველია, ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მას სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ. თავიდან გამომწერები შოკში ჩავარდნენ. მერე ზოგიერთმა აღნიშნა, რომ ასაკის შესაფერისად გამოიყურება, სხვები კი ვარაუდობენ, რომ პრიმადონას სახე დაჭიმული აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×