
ირაკლი ღარიბაშვილმა უფლებების შესაძლო დარღვევის საკითხზე პროკურტურის მიერ გამოძიების არდაწყება გენერალურ პროკურატურაში გაასაჩივრა . ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.
ექს-პრემიერი ითხოვს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის გამომძიებლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებას.
ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის ჩვენება მისცეს მაგისტრანტ მოსამართლეს და წარადგინოს მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება განცხადებაში მითითებული ფაქტების დასადასტურებლად, - აცხადებს ადვოკსატი.
,,ბატონმა ირაკლიმ მიმართა გენერალურ პროკურორს, კვლავ, როგორც ზემდგომ პროკურორს ამ შემთხვევაში, საჩივრით უკვე, და ითხოვს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის გამომძიებლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებას.
პროკურატურას არ სურს გამოძიების დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სრული საფუძველი გამოძიების დაწყებისა. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის დეტალური ჩვენება მისცეს გამოძიებას, თუ გამოძიება ცხადია იმოქმედებს საპროცესო ნორმებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით - კერძოდ, ის მზად არის ჩვენება მისცეს მაგისტრანტ მოსამართლეს და წარადგინოს მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება განცხადებაში მითითებული ფაქტების დასადასტურებლად".- ამბობს სოსო ბარათაშვილი.