
ეს ყველაფერი როდესაც კეთდება არა საკუთარი შვილისთვის, არამედ კომერციული მიზნებით, ძალიან ხშირ შემთხვევებში ეთიკურ დილემებს წარმოშობს, რომელთან შეხებაც ეკლესიას უხდება ხოლმე, - განაცხადა მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიის მოძღვარმა დეკანოზმა გიორგი ფიცხელიანმა სუროგაციის აკრძალვაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ღირსების, ადამიანის უფლებების, და ბავშვის საუკეთესო ინტერესის საკითხი არ შეიძლება იყოს ეკონომიკური საკითხების კონტექსტში გადაჭრილი.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღირსების, ადამიანის უფლებების, და ბავშვის საუკეთესო ინტერესის საკითხი არ შეიძლება იყოს ეკონომიკური საკითხების კონტექსტში გადაჭრილი", - აღნიშნა დეკანოზმა გიორგი ფიცხელიანმა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.