
სანქციების ახალი პაკეტის მიზანია რუსეთზე „ზეწოლის შენარჩუნება" და ომის დაფინანსების შესაძლებლობებისთვის „უფრო ძლიერი დარტყმის მიყენება", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაზეთ The Guardian-თან საუბრისას.
„მიზანია რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება, რათა მან შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინაში. ჩვენ გავაგრძელებთ ახალი სანქციების შეთავაზებას მანამდე, სანამ რუსეთი არ გამოავლენს გულწრფელ მისწრაფებას უკრაინაში მყარი მშვიდობის დამყარებისკენ.
ამ პაკეტით ზეწოლას სამი მიმართულებით ვაძლიერებთ:
- ჩვენ უფრო ძლიერ დარტყმას ვაყენებთ რუსეთის მიერ ომის დაფინანსების მექანიზმებს და სანქციების სამიზნედ მის ბანკებსა და კრიპტოვალუტის პლატფორმებს ვაქცევთ.
- ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ რუსეთის იზოლაციას.
- ჩვენ რუსეთს ევროპულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობას ვუზღუდავთ. ვამკაცრებთ სავიზო წესებს და ვაორმაგებთ ძალისხმევას მათი დაცვის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.