რეზონანსი
23.11.2026

რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოები მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ. რუსეთის საპატრიარქოს მტკიცებით, ქორეპისკოპოსმა თეოდორემ პატრიარქ კირილეს პირობა მისცა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს არავის, ვისაც რუსეთის ეკლესიისგან ხელდასხმა არ მიუღია.

განცხადება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს უკავშირდება. რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას ეწინააღმდეგება, საქართველოს საპატრიარქოს კი ამ საკითხზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

მოსკოვის განცხადებას საქართველოს საპატრიარქო უარყოფს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რუსეთის პატრიარქისთვის მსგავსი გარანტიები არ გაცემულა.

მე ვესაუბრე მეუფე თეოდორეს. მან თქვა, რომ ზოგადად საუბარი შეეხებოდა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობას გარკვეული მტკივნეული საკითხები შეემატა ბოლო პერიოდში, მის სხეულზე წყლულები გაჩნდა, რომლის განკურნებაზეც საუბარი იყო ყველა იქ მყოფ დამსწრე მონაწილეების მხრიდან. და, ზოგადად, საუბარი იყო, რომ ერთობას ხელს შეუწყობს საეკლესიო კანონიკის ზედმიწევნითი დაცვა.

ჩვენ რომ ვნახოთ ეს განცხადება, იქ უკრაინა ნახსენები არ არის. ვერასდროს სინოდის სახელით, თუ სინოდს არ უმსჯელია, ვერავინ იტყვის ქართული ეკლესიის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხზე, რაც საგარეო საკითხს ეხება. საგარეო ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა. ეს ყველაფერი ხდება, როდესაც რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ქართული ეკლესიის დელეგაცია ჩავიდა მოსკოვში და გასაგებია, რომ საზოგადოებას აქვს შეკითხვები, თუმცა ყველა უნდა მიეჩვიოს ამას, რომ ქართულ ეკლესიას ყველა ადგილობრივ ეკლესიასთან აქვს ურთიერთობები და ეს არის კარგი, - ამბოლბს ანდრია ჯაღმაიძე. 

შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია რუსეთის პატრიარქ კირილეს მოსკოვში, 21 ნოემბერს შეხვდა. ვიზიტი რუსეთის პატრიარქის 80 წლის იუბილეს უკავშირდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×