რეზონანსი
23.11.2026

შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს - ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ ჯერჯერობით ყველა გარეთ ვართ საჭირო, ციხეში არავინ ვართ საჭირო,- ამის შესახებ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების ფარგლებში დააკავეს.

როგორც მან განაცხადა, სხვა პატიმრებმა უნდა გამოიყენონ შეწყალების მექანიზმი, რადგან ეს ციხიდან გამოსვლის ალტერნატივაა.

„ძალიან ბევრი რამ მაქვს სალაპარაკო. ბრძოლა ბოლომდე გრძელდება! სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლა ყველა პატიმრისთვის ძალიან ემოციურია. არ ველოდი. შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს.

ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ ჯერჯერობით ყველა გარეთ ვართ საჭირო, ციხეში არავინ ვართ საჭირო, ვგულისხმობ ჩემს თანამებრძოლებს. ვეტყოდი, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა და გამოვიდნენ გარეთ, რადგან ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ქვეყანას ახალგაზრდები ვჭირდებით. სხვა პატიმრებმაც დაწერონ შეწყალების შესახებ თხოვნა, ეს გამოსვლის ალტერნატივა იქნება“,- განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნიკოლოზ ჯავახიშვილი, დამნაშავედ 225-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაში ცნო, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის ვადა მას 4 დეკემბერს უმთავრდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×