რეზონანსი
23.11.2026

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიულმა პარტიამ 1992 წლიდან არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, მათ, სულ მცირე 258 მანდატი მოიპოვეს.

მედიის ინფორმაციით, დემოკრატებმა პალატაში 44 მანდატი მოიპოვეს, რაც ოთხით მეტია იმ შედეგზე, რომელიც 2018 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში პირველ შუალედურ არჩევნებზე დააფიქსირეს.

258 მანდატის ზღვარი 22 ნოემბერს მას შემდეგ გადაილახა, რაც ჩრდილოეთ კაროლინაში დემოკრატმა, ჩაკ ჰაბარდმა რესპუბლიკელი ვირჯინია ფოქსი დაამარცხა და საბოლოო შედეგი გამოქვეყნდა.

წარმომადგენელთა პალატის კიდევ ოთხი საარჩევნო ოლქის შედეგი ისევ გაურკვეველია: ერთი მინესოტაში, ერთი ტენესიში და ორი ლუიზიანაში, სადაც დეკემბერში მეორე ტური გაიმართება.

რესპუბლიკურ პარტიას, სულ მცირე, 173 მანდატი ექნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×