
ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯის“ დირექტორის მოადგილე განმარტავს, თუ რატომ ვერ იგრძნო მამაკაცმა ბუნებრივი აირის სუნი, რომელსაც სპეციალური ნივთიერება - ოდორანტი ემატება.
„რატომ ვერ იგრძნო მამაკაცმა გაზის სუნი, როდესაც მას სპეციალური ნივთიერება - ოდორანტი ერევა? რატომ ვერ იგრძნო ამ ადამიანმა სუნი? როგორც კი შეძლებს, ალბათ, თვითონვე მოყვება, რა მოხდა მის ბინაში, რა ქმედებები განახორციელა. ერთი, რაც ვიცით, არის ის, რაც თვითონ თქვა: „ვწვალობდი და ვერ ავანთეო“. შემდეგ რა მოხდა, მხოლოდ მან იცის“, - განაცხადა „თბილისი ენერჯის“ დირექტორის მოადგილემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
სპეციალისტების კი ბოლო წლებში ზუსტად იმაზე საუბრობენ, რომ ბუნებრივ აირს ოდორანტს არ ურევენ, რის გამოც მის გაჟონვას ბევრი ვერ აღიქვამს. ამიტომაც ყოველ წელს გაზთან დაკავშირებული ინციდენტების გამო ტრაგედიები, სამწუხაროდ, მრავლადაა.