რეზონანსი
21.11.2026

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ფიტ­ნეს ინ­სტრუქ­ტო­რი­სა და ზუმ­ბას მო­ცეკ­ვა­ვის, მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვი­ლისა და მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი დი­რი­ჟო­რის, სოფი ლო­რე­ნის ვა­ჟის, 54 წლის კარ­ლო პონ­ტი უმ­ცრო­სის ოჯა­ხი და­ინ­გრა. ამის შე­სა­ხებ მა­რი­ა­მი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ მი­უ­ხე­და­ვად გა­ნუ­ზო­მე­ლი ტკი­ვი­ლი­სა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ორი­ვეს მო­მა­ვა­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის მი­ი­ღო.

„ჯერ კი­დევ არ მჯე­რა, რომ ამის და­წე­რა მი­წევს, თუმ­ცა, რად­გან ამ­დე­ნი თქვენ­გა­ნი გულ­შე­მატ­კივ­რობ­დით ჩვენს სიყ­ვა­რულს, ვგრძნობ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში არ დაგ­ტო­ვოთ და და­გი­დას­ტუ­როთ, რომ ჩემი ქორ­წი­ნე­ბა დას­რულ­და.

არ ვა­პი­რებ მი­ზე­ზე­ბის ან დე­ტა­ლე­ბის გამ­ხე­ლას, რად­გან ეს სწო­რად არ მი­მაჩ­ნია, მით უმე­ტეს, რომ ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნამ­დვი­ლად ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს პი­რა­დი სა­კი­თხია ჩემ­სა და კარ­ლოს შო­რის და მისი სა­ჯა­როდ გან­ხილ­ვა არა­ე­თი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში იმ­პულ­სუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა არ მჩვე­ვია, ამი­ტომ მინ­და იცო­დეთ, რომ ეს ნა­ბი­ჯი ძა­ლი­ან გა­აზ­რე­ბუ­ლად და წი­ნას­წა­რი გან­სჯის შე­დე­გად გა­დავ­დგი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტკი­ვი­ლი გა­ნუ­ზო­მე­ლია, ვი­ცო­დი, რომ ეს ნა­ბი­ჯი ორი­ვეს მო­მა­ვა­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის უნდა გა­და­მედ­გა.

უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ კარ­ლო­სი, ყო­ვე­ლი ბედ­ნი­ე­რი წუ­თი­სა და ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი დღის­თვის - მან ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი წლე­ბი მა­ჩუ­ქა. მთე­ლი გუ­ლით ვუ­სურ­ვებ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბას და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მის გვერ­დით ვიქ­ნე­ბი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მას მხარს და­უ­ჭერს. ზოგ­ჯერ გაშ­ვე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის ყვე­ლა­ზე ჭეშ­მა­რი­ტი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა“, - წერს მა­რი­ა­მი.

ცნო­ბის­თვის, წყვი­ლი ქორ­წი­ნე­ბა­ში 2025 წლი­დან იმ­ყო­ფე­ბო­და. მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს. რის შემ­დე­გაც, ხელი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჟე­ნე­ვა­ში მო­ა­წე­რეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×