რეზონანსი
21.11.2026

"თამოსკინის" დამფუძნებელი თამო ვა­შა­ლო­მი­ძე დაუფარავად ამბობს, რომ ახალ სახ­ლში გა­დას­ვლის შემ­დეგ უკვე ოთხი თვეა, ძი­ლის წინ ძლი­ე­რი შიში ეუფ­ლე­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ გა­უმწვავ­და, რაც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სახ­ლში გა­ზის სუნი იგ­რძნო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ჟონ­ვის ად­გი­ლე­ბი შე­ა­კე­თეს, ვა­შა­ლო­მი­ძე კვლავ ნერ­ვი­უ­ლობს და გა­ზის ხე­ლახ­ლა შე­მოწ­მე­ბას გეგ­მავს.

მისი თქმით, ში­შის გამო ზოგ­ჯერ გა­თე­ნე­ბას ელო­დე­ბა, რათა დამ­შვიდ­დეს და დარ­წმუნ­დეს, რომ საფრ­თხე აღარ არ­სე­ბობს. 

"რაც ამ სახ­ლში გად­მო­ვე­დი, მე­გობ­რე­ბო, 10-ჯერ ჩავ­წე­რე ეს ვი­დეო და 10-ჯერ წავ­შა­ლე. აი, მგო­ნია, რომ ყო­ვე­ლი დღის შემ­დეგ რა­ღაც შე­იც­ვლე­ბა და ამა­ზე სა­უ­ბარს ვა­რი­დებ­დი თავს. ხვალ უნდა და­ვურ­ე­კო გა­ზის კომ­პა­ნი­ას და შე­ვა­მოწ­მე­ბი­ნო. ჯერ ხომ ისე მქონ­და შიში, ვერ ვი­ძი­ნებ­დი. ახლა, ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ უა­რე­სად ვარ, მით უმე­ტეს, გაზი გას­დი­ო­და. გა­ა­კე­თეს, შე­მოწ­მე­ბუ­ლია, მაგ­რამ მა­ინც ვნერ­ვი­უ­ლობ.

მოკ­ლედ, რაც ამ სახ­ლში გად­მო­ვე­დი, ვერ ვი­ძი­ნებ. ღა­მით ისე­დაც ვმუ­შა­ობ ხოლ­მე, მაგ­რამ რო­გორც კი უნდა ჩა­მე­ძი­ნოს, მა­შინ­ვე მე­წყე­ბა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი. დიდი სახ­ლე­ბი­საც მე­ში­ნია, კერ­ძო სახ­ლში სა­ერ­თოდ ვერ ვჩერ­დე­ბი.

თქვენ არ იცით, რო­გორ ვი­ტან­ჯე­ბი. გა­თე­ნე­ბას ვე­ლო­დე­ბი.

ადრე მე­გო­ნა, ვკვდე­ბო­დი და მორ­ჩა, აი, ან­დერძს ვწერ­დი... ახლა მკვლე­ლო­ბა რომ მოხ­დე­ბა, რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა, მა­შინ­ვე ცუ­დად ვხვდე­ბი.

ახლა არის დი­ლის 8-ის ნა­ხე­ვა­რი და ახლა უკვე და­ვი­ძი­ნებ.

ორი-სამი კვი­რის წინ გა­ზის სუნი იყო სამ­ზა­რე­უ­ლო­ში... დავ­რე­კეთ, სა­დაც რე­კა­ვენ, გა­ზის კომ­პა­ნი­ა­ში, გვი­თხრეს მო­ვალთ ორ-სამ დღე­შიო.

ახლა ორი-სამი დღე სად და­ვე­ლო­დე­ბო­დი? სუნი იყო სა­ში­ნე­ლი. მო­ვიყ­ვა­ნე ხე­ლოს­ნე­ბი და სამ ად­გი­ლას გაზი ჟო­ნავ­და. გა­ვა­კე­თე­ბი­ნე, მაგ­რამ დღეს უნდა დავრე­კო და მა­ინც მო­ვიყ­ვა­ნო.

ახლა ამა­ზე და­მე­წყო ეს ში­შე­ბი, ეს სა­ში­ნე­ლე­ბა. ვა­ი­მე, აი, ოღონდ ეს გა­და­მა­ლახ­ვი­ნა და ეს ში­შის გრძნო­ბა არ მქონ­დეს, არ ვიცი. ძა­ლი­ან ვი­ტან­ჯე­ბი, ხალ­ხო, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ვი­ტან­ჯე­ბი. და­ვი­ღა­ლე...

თუ ჩა­მე­ძი­ნა, რო­გორც კი გა­მო­მეღ­ვი­ძე­ბა, მა­შინ ვე­უბ­ნე­ბი ჩემს თავს, არა­ფე­რი არ ხდე­ბა, დამ­შვიდ­დი, და­წყნარ­დი.

ვიცი, მე­ტყვით, პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი­აო. ფაქ­ტია, რომ ეს გრძელ­დე­ბა უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, ოთხი თვეა ასე ვარ. აი, ოთხი თვეა, რაც აქ გად­მო­ვე­დი, ასე ვარ და იმე­დია, ეს ჯო­ჯო­ხე­თი დას­რულ­დე­ბა", - თქვა ვიდეოში თამუნა ვაშალომიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×