რეზონანსი
21.11.2026

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად სხეულის დამწვრობა მიიღო, კვლავ დამწვრობის ცენტრში აგრძელებს მკურნალობას.

„მისი მდგომარეობა არის უცვლელი, კვლავ დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას მართვით სუნთქვაზე. თუმცა, მიუხედავად სტაბილიზაციისა მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია“, - განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა. აფეთქების შემდეგ კლინიკაში 5 დაშავებული იყო გადაყვანილი, მათგან ორი პირველივე დღეს გაეწერა კლინიკიდან.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×