
ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
დაღუპულთა შორის არიან 3 წლის თაიას დედა ნინო ჭელიძე და და, 7 წლის ნუცა ფხალაძე. აფეთქებას ემსხვერპლა 54 წლის ლალი (ლამარა) შიშმანაშვილის სიცოცხლეც. როგორც ამბობენ, ლალი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა. აფეთქების დროს სახლში მისი ტყუპი გოგონებიც იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, შვილებმა შენობიდან გამოსვლა შეძლეს, დედის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა…
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, აფეთქებას ემსხვერპლა კიდევ ერთი დედა-შვილი, ვერონიკა და არიანა.
„აღარ მყავს არც და და არც დის შვილი არიანა...ღმერთო, რატოოოოო... ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის... დაოოოოოო“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ვანიშვილი.
წყარო: პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე