რეზონანსი
19.11.2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, წარწერით - „ნამდვილი მეგობრობა".

დონალდ ტუსკმა ბერლინში მიმდინარე „მსურველთა კოალიციის" შეხვედრაზე გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ფოტოზე ჩანს, რომ ტუსკის გვერდით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სხედან.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მსგავსი კომენტარით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დღეს ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა დღეს ქალაქ შენჭენში ორმხრივი შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინს მეგობარი უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×