რეზონანსი
19.11.2026

ფო­ნი­ჭა­ლა­ში, გა­ზის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ჩა­მონ­გრე­ულ კორ­პუს­ში მაშველებმა ცოტა ხნის წინ 2 ადა­მი­ა­ნის- ქა­ლი­სა და ბავ­შვის ცხე­და­რი ამო­ას­ვე­ნეს. ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლია გა­დარ­ჩე­ნი­ლი 3 წლი­ას თა­ი­ას დედა - ნინო ჭე­ლი­ძე.

ასე­ვე ამოს­ვე­ნე­ბუ­ლია ქა­ლი­სა და ბავ­შვის ცხედ­რე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით მათი ვი­ნა­ო­ბა არაა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, თე­ი­მუ­რაზ მღებ­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­დარ­ჩე­ნი­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი მე­ო­რე და მე­სა­მე სარ­თულს შო­რის იპო­ვეს მაშ­ვე­ლებ­მა. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამ მი­და­მო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ცხედ­რე­ბიც.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ მაშ­ვე­ლებ­მა კი­დევ ერთი ქა­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს. სა­ვა­რა­უ­დოდ და­ღუ­პუ­ლი კორ­პუ­სის მე­ო­რე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და. აფეთ­ქე­ბის მო­მენ­ტში ის ბი­ნა­ში 6 წლის შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ამ დრომ­დე ეძე­ბენ მცი­რე­წლო­ვან­საც.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×