
დამწვრობით ცენტრში აცხადებენ, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი 31 წლის კაცს თითქმის მთეული სხეული დამწავრი აქვს.
დამწვრობით ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის თქმით, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, მაგრამ საკმაოდ სერიოზული დიაგნოზის ფონზე ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის საფრთხე გადავლილი ჯერ კიდევ არაა.
ქაშიბაძე საუბრისას ამბობს, რომ 31 წლის კაცს აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ-ინჰალაციური ტრავმა (სასუნთქი გზების დამწვრობა) და ბაროტრავმა (წნევის მკვეთრი ცვლილებით გამოწვეული ქსოვილების დაზიანება)
მისი თქმით, პაციენტი ახლა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ჩვენი მწარე გამოცდილებით, იმ პირს, ვისაც თერმული დაზიანება აღენიშნება ხოლმე, ყველაზე ახლოს არის ამ აფეთქებასთან, ამ დროისთვის ერთადერთი დამწვრობითი ჭრილობები აღენიშნება მხოლოდ 31 წლის მამაკაცს.
მას თითქმის მთელი სხეული აქვს დამწვარი, იმყოფება დამწვრობით შოკში, ამ დროისთვის მდგომარეობა არის სტაბილური, მიუხედავად ამ საკმაოდ სერიოზული დაზიანებისა.
სამწუხაროდ საფრთხე გადავლილი არ არის, მას საკმაოდ სერიოზული, საშიში დიაგნოზი აღენიშნება, გარდა დამწვრობისა, სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა. ის იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ასე რომ საკმაოდ სერიოზული გამოცდის წინაშეა, როგორც თვითონ, ასევე მედპერსონალი" - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. გარდაცვლილია 3 პირი, ნანგრევებში ეძებენ კიდევ სამ ადამიანს. ერთი, 3 წლის თაია კი 8 საათიანი ძებნა-შველის ოპერაციის შემდეგ უვნებელი ამოიყვანეს.