
ვფიქრობ, რომ ვერცერთ ფეხბურთელს და ვერცერთ სპორტსმენს ვერაფერს დააკლებენ ამ განცხადებებით, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გიორგი მამარდაშვილს ქრთამის აღებას აბრალებს.
ლიპარტელიანის თქმით, მათი მხრიდან სპორტსმენების კრიტიკა პირველი არ არის.
„პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ შეიძლება პატივს არ სცემდე შენს სპორტსმენებს, ადამიანებს, რომლებსაც უამრავი სიხარული და ბედნიერების განცდა აქვთ მოტანილი ჩვენი ქვეყნისთვის.
მათი მხრიდან პირველი არ არის ეს. ხშირად გვესმის კრიტიკა ჩვენი ფეხბურთელების მისამართით. ზოგადად სპორტის მიმართ, სპორტსმენების მიმართ. მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ თავს აზიანებენ ეს ადამიანები. აზიანებენ თავიანთ იმიჯს. ვფიქრობ, რომ ვერცერთ ფეხბურთელს და ვერცერთ სპორტსმენს ვერაფერს დააკლებენ ამ განცხადებებით“, - აღნიშნა მან.