რეზონანსი
19.11.2026

ბავშვი, რომელიც არის დაახლოებით 3 წლის, ამ ეტაპზე ერთი შეხედვით კონტაქტურია და ადეკვატურია, თუმცა ჯერ-ჯერობით იმყოფება კვლევების ქვეშ. უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში, - განაცხადა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა დალაქიშვილმა.

მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობა ერთი შეხედვით დამაკმაყოფილებელია.

„მცირეწლოვანი ბავშვის გარდა ჩვენთან კიდევ ორი დაშავებული იყო შემოყვანილი, დედის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია და იმყოფება თავის შვილთან, კვლევებიდან გამომდინარე სტაბილური იყო მისი მდგომარეობა. ბავშვის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია, აგრძელებს მკურნალობას ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში“, - აღნიშნა ანა დალაქიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება და შვიდი პირის ძებნა, რომელთა შორის სამი მცირეწლოვანია. მისივე განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით კი, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.

შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×