რეზონანსი
19.11.2026

ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვი 3 წლისაა - პატარა თაია მაშველებმა 8 საათიანი ძებნის შემდეგ გადაარჩინეს. 

ამ დროისთვის, ნანგრევებში კიდევ რჩება 6 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. 

სასწრაფო დახმარების ბროგადამ თაია "ინგოროყვას კლინიკაში" გადაიყვანა. 

მაშველებმა ჩამონგრეულ კორპუსში ცოტა ხნის წინ ჰიდრავლიკური მაკრატელი შეიტანეს - ეს არის სპეციალური საშუალება რკინის და სინკარების გადასაჭრელად იმისთვის, რათა მაშველები უფრო ღრმად შევიდნენ.

მაშველებს სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ამ წუთებში მუშაობა, რადგან ჩამონგრეულია 4 სართული.

სწორედ ბეტონის ნაწილების ქვეშ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში  დილით მოხდა.

“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×