რეზონანსი
17.11.2026

თბილისში უფასო სასადილოების მომსახურებაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა

თბილისში „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართათვის 2027 წლისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

შესყიდვის თანახმად, 2026 წლის 18 ნოემბერს 13:00 საათზე ცენტრალურ შემსყიდველ ორგანიზაციაში პოტენციურ მიმწოდებლებთან შეხვედრა გაიმართება.

„დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მობრძანდეთ შეხვედრაზე. ამასთან, არაუგვიანეს დღის 12:00 საათისა მოგვაწოდოთ ინფორმაცია შეხვედრაზე დამსწრე პირების შესახებ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Food@procurement.gov.ge“, - აღნიშნულია გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×