
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გასულ წელს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს იხსენებს, როდესაც დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად ჯანდაცვის სამინისტროს წინ საწვავი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა.
ჟორჟოლიანის თქმით, ზამირ კვეკვესკირი აფხაზეთიდან დევნილი იყო და მთელი ცხოვრების განმავლობაში ის ოჯახთან ერთად, 18 კვადრატულ მეტრ ოთახში ცხოვრობდა. სწორედ ამ გაჭირვებამ მიიყვანა უკიდურეს ზომამდე, რის შედეგადაც დაიღუპა.
"მარკეტინგულად და ბიზნესის თვალსაზრისითაც, სამშენებლო კომპანია ბიზნესია. გასაგებია ჩემთვის, რატომ შეიძლება რონალდინიოს, შენს საცხოვრებელ კორპუსში აჩუქო ბინა, იმიტომ რომ შესაძლოა სხვა სხვა ბინა მარტივად გაყიდო. ვიღაცამ რომ იცი, რომ ამ კორპუსში რონალდინიო ცხოვრობს, ეს გაყიდვებზე გავლენას მოხადეს. გასაგებია.
საბა ლაზიაშვილის ნაწილში, როდესაც ჯანო ანანიძემ გადაწყვეტილება მიიღო რომ მისთვის ბინა ეჩუქებინა, მორალურადაც გასაგებია, ბიზნესის თვალსაზრისითაც და ესეც ძალიან კარგად მესმის, მაგრამ აქამდე როგორ არც ერთი სამშენებლო კომპანია არ მოიძებნა, რომელიც ზამირ კვეკვესკირის ოჯახს ბინას აჩუქებდა.
ოჩამჩირელი დევნილი კაცის ოჯახს, რომელმაც ცხოვრება უკიდურეს სიღატაკეში გაატარა. მთელი მისი ცხოვრება 18 კვადრატულ ოთახში ცხოვრობდა მთელი ოჯახი და მისი გაჭირვება იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ თავი დაიწვა და შემდეგ მისი ბოლო დღეები სიცოცხლის იმდენად ჯოჯოხეთური აღმოჩნდა... 65%-იანი სხეულის დამწვრობით იბრძოდა სიცოცხლისთვის, მაგრამ დამარცხდა.
როგორ არც ერთი სამშენებლო კომპანია არ აღმოჩნდა, რომ გახსენებოდა ეს ამბავი და მისთვის ბინა ეჩუქებინა," - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.