რეზონანსი
16.11.2026

ილია თო­ფუ­რი­ას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ჯორ­ჯი­ნა უს­კა­ტე­გი, გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ალა­პა­რაკ­და. პოდ­კასტ El Cafetal-ში მან გა­იხ­სე­ნა, რამ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა ქორ­წი­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბა, რო­გორ იმოქ­მე­და მას­ზე მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბამ და რა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­უხ­და მცი­რე­წლო­ვან შვილ­ზე ზრუნ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად.

30 წლის ჯორ­ჯი­ნას თქმით, გან­ქორ­წი­ნე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო.

"ეჭვგა­რე­შეა, გან­ქორ­წი­ნე­ბა“, - ასე უპა­სუ­ხა მან კი­თხვას, თუ რა იყო მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა.

ქალი ამ­ბობს, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის დროს მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყო უცხო ქვე­ყა­ნა­ში, ოჯა­ხის­გან შორს ყოფ­ნა, მცი­რე­წლო­ვან შვილ­ზე ზრუნ­ვა და შექ­მნი­ლი მძი­მე მე­დი­ა­გა­რე­მო.

"ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ჩემი არ არის, ოჯა­ხის­გან შორს, მყავ­და ერთი წლის ბავ­შვი და ამ ყვე­ლა­ფერს თან ახ­ლდა ძა­ლი­ან მძი­მე მე­დია ყუ­რა­დღე­ბა. გან­ქორ­წი­ნე­ბა თა­ვის­თა­ვად მტკივ­ნე­უ­ლი და რთუ­ლი პრო­ცე­სია, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ბევ­რი სხვა გა­რე­მო­ე­ბაც და­ე­მა­ტა, რა­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯო­ჯო­ხე­თად აქ­ცია“, – გა­ნა­ცხა­და უს­კა­ტე­გიმ.

მისი თქმით, და­შო­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი იყო იმის გა­მოც, რომ ქორ­წი­ნე­ბას მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად აღიქ­ვამ­და და მო­მა­ვალს სწო­რედ ამ ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­ში­რებ­და.

მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, ჯორ­ჯი­ნა მი­იჩ­ნევს, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

"ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მარ­ტი­ვი არას­დროს არის და არც თა­ვად პრო­ცე­სია ად­ვი­ლი, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ვფიქ­რობ, ეს სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რისი მი­ღე­ბაც შე­მეძ­ლო“, – აღ­ნიშ­ნა მან.

უს­კა­ტე­გიმ ისიც გან­მარ­ტა, რომ ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლას ნიშ­ნავ­და.

"ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ნიშ­ნავ­და, რომ სა­კუ­თარ თავ­თან ისეთ კომ­პრო­მის­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რო­მელ­საც ვერ მი­ვი­ღებ­დი“, – გა­ნა­ცხა­და მან.

ჯორ­ჯი­ნას თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი გზე­ბი გა­ი­ყა­რა, ილია თო­ფუ­რი­ას მი­მართ "ცუდი სურ­ვი­ლე­ბი" არ აქვს.

"მას ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოს ვუ­სურ­ვებ, რად­გან ჩემი შვი­ლის მა­მაა. ის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, თუმ­ცა ახლა ჩვე­ნი გზე­ბი გა­ი­ყა­რა“, – აღ­ნიშ­ნა ბიზ­ნეს­ვუ­მენ­მა.

ინ­ტერ­ვი­უ­ში მან გან­ქორ­წი­ნე­ბის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბიც გა­იხ­სე­ნა. ჯორ­ჯი­ნას თქმით, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბის მოს­მე­ნა ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა და თავ­და­პირ­ვე­ლად დეპ­რე­სი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც აგ­დებ­და.

გა­რე­მოც­ვამ ურ­ჩია, დრო­ე­ბით ჩა­მო­შო­რე­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს, რათა ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ეც­ვა და ყუ­რა­დღე­ბა შვილ­ზე გა­და­ე­ტა­ნა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ამ რჩე­ვის შეს­რუ­ლე­ბა ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა.

"ეს მარ­ტი­ვი არ იყო, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო“, – აღ­ნიშ­ნა მან.

უს­კა­ტე­გიმ ასე­ვე ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რა ას­წავ­ლა ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ. მისი თქმით, ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ადა­მი­ან­მა სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებ­სა და სურ­ვი­ლებ­ზე უარი არ უნდა თქვას.

"ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ფო­ტო­ზე ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, მაგ­რამ ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მი­მე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მეთ­ქვა: არა, ამ ეტაპ­ზე ეს არ არის ის, რაც ჩემი ცხოვ­რე­ბის­თვის მინ­და. მად­ლო­ბე­ლი ვარ კარ­გი მო­მენ­ტე­ბის­თვის, მაგ­რამ ის, რაც არ არის სწო­რი, აღარ მინ­და“, – გა­ნა­ცხა­და მან.

ჯორ­ჯი­ნამ აღი­ა­რა, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცესს თან ახ­ლდა შიში, სევ­და და დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა. მისი თქმით, ამ პე­რი­ოდ­ში სუ­ლი­ე­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იმ­დე­ნად გა­ტე­ხი­ლი იყო, რომ არ იცის, რო­გორ გა­უმკლავ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფერს "ღმერ­თთან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­რე­შე".

"ვფიქ­რობ, ღმერ­თთან ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ არ მქო­ნო­და, არ ვიცი, რო­გორ დას­რულ­დე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და სუ­ლი­ე­რად თავს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან გა­ტე­ხი­ლად ვგრძნობ­დი“, – აღ­ნიშ­ნა მან.

მისი შე­ფა­სე­ბით, მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბამ სა­ბო­ლო­ოდ უფრო ძლი­ე­რი გა­ხა­და, თუმ­ცა არ მა­ლავს, რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მის­ვლა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×