რეზონანსი
15.11.2026

არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონაწილეობა მივიღე აბუ-დაბიში გამართულ სერ ბანი იასის ფორუმში , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მინისტრის თქმით,საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე გამართული დისკუსიები და სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და ექსპერტებთან შეხვედრები საინტერესო შესაძლებლობა იყო მოსაზრებების გასაზიარებლად.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონაწილეობა მივიღე აბუ-დაბიში გამართულ სერ ბანი იასის ფორუმში.

საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე გამართული დისკუსიები და სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და ექსპერტებთან შეხვედრები საინტერესო შესაძლებლობა იყო მოსაზრებების გასაზიარებლად და მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე მსჯელობისთვის“, - წერს მაკა ბოჭორიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×