
გელა დაიაური გადაცემის „შენი ამბავი“ სტუმარი იქნება, სადაც თავის გარდაცვლილ მეუღლეზე, მომღერალ თეონა ქუმსიაშვილზე ისაუბრებს.
მომღერალი გაიხსენებს მძიმე ტრაგედიის დღესაც, რა დროსაც ოჯახის წევრები დაკარგა.
„თეოს სიმღერებს ვერ ვუსმენ…თავის დიდ შემოქმედებაზე ათასჯერ და მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო. სადღაც 3 წელზე ნაკლები ვიყავით ერთად…თეო, მაგ სიტყვას იმეორებდიო, რომ წყლიდან ამოგეყვანეთო. რატომღაც არ მეგონა, რომ არ გადარჩებოდა…დაკარგული ბავშვი ვერ ვიპოვეთ. შემდეგ აღმოჩნდა რაღაც
ნაწილი…არ ველოდი ამ ემოციებს…ტრაგედიიდან 11 წელში შევქმენი ოჯახი და მყავს ბიჭი, ვაჩე…მადლობა, რომ ემოციურად გრძნობდი და განიცდიდი რაც მე ვისაუბრე, ეს იშვიათია ხოლმე“, – ამბობს გელა დაიაური გადაცემის ანონსში.
თეონა ქუმსიაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად 2010 წელს, 22 ივლისს მუცოს ხეობაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე