რეზონანსი
14.11.2026

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე და პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, ბუქარესტში, რუმინეთის პარლამენტის სასახლეში გამართულ „ევროპის ფორუმს“ (Europa Forum) დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკა სეფაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპაციის საკითხზე და ევროპელი ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტები გააკრიტიკა.

სეფაშვილის განცხადებით, საქართველოს შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება, რაც ქვეყნის მიმართ მცდარი აღქმების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

გამოსვლის დასასრულს, ეკა სეფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული ქვეყნები შეძლებენ დემოკრატიული ღირებულებების სათანადოდ დაცვას, ხოლო ევროკომისია საქართველოსთან მიმართებით ობიექტურ მიდგომას დაუბრუნდება

„რუმინეთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ორგანიზებით გამართული საერთაშორისო ფორუმი, სახელწოდებით „ხედვა, იდენტობა, განათლება“, 13-დან 15 ნოემბრის ჩათვლით იმართება და მასში 55-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტი უცხოელი სტუმარი და 180-ზე მეტი მომხსენებელი მონაწილეობს. ღონისძიება ევროპისა და შეერთებული შტატების კონსერვატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ეროვნული პარლამენტებისა და ევროპარლამენტის წევრებს, დიპლომატებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×