
ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო სერიოზული ტალღა წამოწყებული, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის ოკუპაციას, რასაც ხელისუფლება შეეწინააღმდეგა.
„ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო სერიოზული ტალღა წამოწყებული, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ბურჯის, სასამართლო სისტემის ხელყოფას, მის ოკუპაციას. ბუნებრივია, ამას მტკიცედ შევეწინააღმდეგეთ, სახელმწიფო ამას ვერ დათმობდა, რადგან ამაზე დგას მთელი სახელმწიფოებრიობა. ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.
„ენჯეოს“ წარმომადგენელი გურამ იმნაძე ადასტურებს, რომ მოსამართლეთა ე.წ. ვეტინგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რასაც ამართლებს.