რეზონანსი
13.11.2026

Fitch Ratings-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა და ბანკის „BB“ რეიტინგი დაადასტურა. ასევე, დადასტურდა თიბისი ბანკის დამოუკიდებელი საკრედიტო რეიტინგი (VR) „bb“ დონეზე.

Fitch-ის ანგარიშში ხაზგასმულია თიბისის წამყვანი პოზიცია საქართველოს საბანკო ბაზარზე, მისი ძლიერ ფინანსური შედეგები და კაპიტალის მაღალი მაჩვენებელი.

Fitch-ის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურზე შეცვლას უკავშირდება. სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის საკრედიტო პროფილის გაძლიერება ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს გაუმჯობესებას, სექტორში შემოსავლებისა და დაკრედიტების ზრდას და, განსაკუთრებით, თიბისის ძირითადი საკრედიტო მაჩვენებლების გაძლიერებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×