რეზონანსი
13.11.2026

ეკა ჩხეიძე თათული დოლიძესა და ჟანრი ლოლაშვილს დაუნათესავდა. თურმე, უკვე ერთი წელია, რაც ეს ორი ცნობილი ოჯახი მძახლები არიან, მაგრამ ეს ამბავი არ გახმაურებულა. ასე იმიტომ მოხდა, რომ ეკას ქალიშვილმა, ინანო მუშკუდიანმა და გიორგი ლოლაშვილმა უხმაუროდ იქორწინეს.

როგორ შეხვდა ქალიშვილის გათხოვებას ეკა ჩხეიძე, რომელმაც ეს ამბავი მესიჯით გაიგო?

"შარშან ზაფხულში ოჯახთან ერთად პორტუგალიაში ვიყავი დასავენებლად. ინანო და გიორგი თბილისში იყვნენ. უცებ მიგზავნის ფოტოებს - დე, ხელი მოვაწერეთო. არანაირი შლეიფიანი კაბები და დიდი ქორწილების ხმაურები არ გვინდაო. თეთრი კაბა უყიდია, ხელი მოაწერეს და ბუნებაში, მეგობრებთან ერთად, გადასარევი დრო უტარებიათ. შვილის ქორწინების ამბავი ასე მესიჯით და ფოტოებით გავიგე.

როგორც უნდათ და გაეხარდებათ ისე იყვნენ. არც თათული არ ყოფილა ხელმოწერაზე და იქ, მათ მეგობრებს შორის.

რახან სამდღიანი ქორწილი შეგნებულად არ ჰქონიათ, ამიტომაც არ გახმაურებულა ქორწინების ამბავიც. შინაურული ფოტოები ედოთ ღია ცის ქვეშ, პუფებზე, შამპანურებით ხელში. ეტყობა ვერ მიხვდნენ, რომ ქორწილი იყო", - განუცხადა "ზმნას" ეკა ჩხეიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×