რეზონანსი
12.11.2026

ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია, - ამის შესახე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა მედიის შეზღუდვას და იმ აკრძალულ სიტყვებს, რომელთა გამოყენებაც იკრძალება. 

"საქართველოში ახლახანს მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ არსებობს 93 აკრძალული სიტყვა რომელთა გამოყენება არ შეიძლება მედიაში. ესენია რეჟიმი, რეპრესია, სინდისის პატიმარი, და ასე შემდეგ. ერთ - ერთი ჟურნალისტი ამ დრომდე პატიმრობაშია, რადგან ერთ ერთი ეს სიტყვა გამოიყენა. არის რეპრესიული კანონმდებლობაც, მაგალითად თუ თბილისში მოხვდებით და აქციაზე იქნებით, ვერ შეძლებთ რომ დადგეთ ტროტუარზე, რადგან ეს ნიშნავს, რომ სხვების გადაადგილებას უშლით ხელს. პროტესტის მონაწილეებს აჯარიმებენ. ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ. სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია. მათ შორის ელენე ხოშტარია, რომელსაც ოთხი შვილი ყავს, უკვე მეორე წელია ციხეშია, რადგან საარჩევნო ბანერზე ფლომასტრით დატოვა წარწერა და ქართულ ოცნებას რუსული მიაწერა, რაც სიმართლეა. მიუხედავად ყველაფრისა ქართული საზოგადოება არ იცვლება. უკვე 30 წელზე მეტიააა საქართველოში მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ევრინტეგრაციის მომხრეა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×