
ეკა ჩხეიძის ქალიშვილი, დიზაინერი ინანო მუშკუდიანი ჟანრი ლოლაშვილისა და თათული დოლიძის ვაჟს, გიორგი ლოლაშვილს გაჰყვა ცოლად. წყვილი შარშან დაქორწინდა, თუმცა ამბავი არ გახმაურებულა.
„ხელი მოვაწერეთ, მეგობრების წრეში. არ გვინდოდა დიდი ქორწილი. უცებ გადავწყვიტეთ რამდენიმე მეგობრის შეკრება და უფრო წვეულება იყო, ვიდრე ქორწილი. ყველას გაუკვირდა, იმიტომ რომ არასდროს მდომებია. მერე უკვე ნერვიულობდა ეკა, ქართული სტანდარტებით გვიან გავთხოვდი, 35 წლის.
მე და გიორგიმ ერთმანეთი დაახლოებით ოთხი წლის წინ, მადრიდში გავიცანით. იმის მერე გვქონდა დისტანციური ურთიერთობა, ჩამოდიოდა, მიდიოდა, იმიტომ რომ ვიზის პირობებიდან გამომდინარე დიდხანს ვერასდროს ჩერდებოდა. მეც არასდროს მქონდა საშუალება, რომ თბილისში ჩამოვსულიყავი. ურთიერთობის დასაწყისიდანვე სულ ასე ვიყავით. სამ თვეში ერთხელ, ერთი თვით ვნახულობდით ერთმანეთს.
თბილისში თათულისთან და ჟანრისთან ერთად ვცხოვრობთ, ერთი დიდი სახლია, სადაც ყველანი ერთად ვართ. მათ შორის, მე და გიორგიც ბოლო სართულზე" - ამბობს ინანო მუშკუდიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე