რეზონანსი
11.11.2026

არაერთი ვიზიტი განხორციელდა, როგორც უცხოეთში საქართველოს ხელისუფლების, ასევე საქართველოში ჩვენი უცხოელი კოლეგების, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მაგალითად, დუბლინში პრემიერი ესაუბრება ევროპელ კოლეგებს და მსოფლიო თანამეგობრობას იმ საჭიროებებთან მიმართებით, რაც აქვს საქართველოს, ანტალიაში საქართველოს პრეზიდენტი ესაუბრება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მსოფლიო თანამეგობრობას და ასევე ჩინეთში რამდენიმე ვიზიტი ხორციელდება.

„ქაღალდის ბანქოს სახლივით ჩამოეშალათ ის სურვილი და მცდელობა, რაც აქაურ რადიკალებს და მათ მხარდამჭერებს ჰქონდათ, რომ საქართველო, ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება იზოლირებულად გამოეცხადებინათ და ეჩვენებინათ, რომ თითქოს მათთან არ ხდება ურთიერთობა. სინამდვილეში არაჩვეულებრივად მიმდინარეობს ვიზიტები და იგეგმება მათი კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×