
თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას ავრცელებს და მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება. როგორც მუსერიძე წერს, მის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა, რის გამოც იძულებულია, ნატა ვიბლიანთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროოს.
„დღეს მე რა ნერვიულობაც გადავიტანე, არავის ვუსურვებ! ეს წლებია, ყველაფერს ვაკეთებთ ჩემი გუნდი და მე, რომ ადამიანებს სიმართლის დადგენაში დავეხმაროთ. რის ფასად გვიჯდება ეს, აქ ნამდვილად არ მოვყვები, მით უმეტეს, რომ ეს ჩვენი არჩევანია და შესაბამისად არ ვაპირებთ თავს მოგახვიოთ.
თუმცა ის, რასაც დღეს ჩემზე ავრცელებენ, ყველანაირ ზღვარს ცდება. ძალიან არ მინდოდა ჩემი და ნატა ვიბლიანის პირად მიმოწერაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ადამიანურმა თხოვნამ არ გაჭრა, ამიტომ იძულებული ვარ, მიმოწერა გავასაჯაროო! თავად განსაჯეთ, რეალურად რა დგას ამ ბრალდებების უკან!“, - წერს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში.
ამ საუბრისას მუსერიძე ინტერესდება, მართლა ჰგონია თუ არა ვიბლიანს, რომ მან ტესტი გაუყალბა, რაზეც ვიბლიანი პასუხობს: „საიდან მოვიდა ეს ამბავი, რომ მე შენი დაჭერა მინდა... მე შენზე არასდროს პრეტენზია არ გამიჟღერებია... ეს არის ტარიელ კაკაბაძის „მოჩორტილი“.
ადვოკატებმა, ტარიელ კაკაბაძემ და ნუცა თოფურიამ სოციალურ ქსელში ნატა ვიბლიანის შესახებ დაწერეს. მათი ინფორმაციით, ვიბლიანი მათ აშანტაჟებდა, თამუნა მუსერიძის დაკავებას და სხვა "აბსურდულ საკითხებს" ითხოვდა. ამის შემდეგ ადვოკატებმა მის დაცვაზე უარი თქვეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე