
მომღერალი ნინი ბადურაშვილი ეხმიანება მის შესახებ, სხვადასხვა წყაროების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს ის გათხოვდა.
სოციალურ ქსელში, რამდენიმე გვერდმა მომღერლისა და მამაკაცის ფოტოები გაავრცელა წარწერით: "40 წლის ასაკში ნინი ბადურაშვილმა დაოჯახება გადაწყვიტა.ვინაა მისი რჩეული."
როგორც ნინი ბადურაშვილი წერს, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა და შესაძლოა გამავრცელებლებს უჩივლოს კიდეც.
"მერამდენედ შეიძლება ამ სიცრუის გავრცელება?! ვინ მოგცათ ამის უფლება? დამირეკეთ? დამიდასტურებია ოდესმე თქვენთვის რამე მსგავსი?
ლაიქებისა და გამომწერების დასაგროვებლად ნუ თავხედობთ! წესით, თქვენ უნდა ისჯებოდეთ სიცრუის გავრცელებისთვის!
არ გავთხოვილვარ და მაცადეთ ცხოვრება!!! ნუ შემჭამეთ, თორემ ბოლოს ნამდვილად არ დამეზარება და გიჩივლებთ! ამოხვედით ყელში უკვე!!!" - წერს ბადურაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე