რეზონანსი
10.11.2026

ვინ ააფეთქა "პუშკინა" (გიორგი მჭედლიშვილი), რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდო "გლდანსკის" ჯგუფში ირიცხებოდა? - წიწამურთან 2 წლის წინ მომხდარი აფეთების საქმე გახნილია. პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 

საქმე 2024 წლის 5 ნოემბერს მომხდარ აფეთქებას ეხება, როდესაც იმ დროს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "პუშკინა", იგივე გიორგი მჭედლიშვილი ადგილზე დაიბარეს და დისტაციურად დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილოება დაახვედრეს. ამის შესახებ "პუშკინამ" რამდენიმე თვის წინ თავად მოუყვა "შაბათის ეთერს".

საგურამოში "პუშკინა" მარტო არ ყოფილა - მჭედლიშვილს თან ახლდა მისი მეგობარი ბესო ლაფაჩი, რომელიც აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, "პუშიკა" კი გადარჩა და ქვეყანა დატოვა. ამის შემდეგ, 2026 წლის ივნისში მან ინტერვიუ  "შაბათის ეთერს" მისცა, სადაც პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრა. 

ვინ არის დაკავებული, ან აღირებს თუ არა ბრალს ჯერ უცნობია. შსს არც დაკავებულის ინიციალებს წერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულმა წიწამურთან, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა.

"ტვ პირველი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×