
პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თავის გადაცემაში აქამდე უცნობ ისტორიას გვიყვება, რომელიც თავს გაგრაში გადახდა. როგორც ნოე ამბობს, ხელზე დიდი ლოდი დაეცა, რომელმაც თითი მოაწყვიტა. სამწუხაროდ მის აღდგენა და უკან მიკერება ვეღარ მოხერხდა.
„ეს ისტორია ეთერში არასდროს მომიყოლია, როდესაც თითებზე ტრავმა დამემართა, ეს იყო გაგრაში. დიდი ლოდი დამეცა, რომელმაც ეგრევე მომაწყვიტა. მაგრამ სასწარაფომ იპოვა, ჩადო ყინულში იმ ალბათობით, რომ იქნებ მიეკერათ, მაგრამ ვერ მიმიკერეს და პირიქით, ძალიან გამირთულდა. 2-3 თვის მანძილზე თბილისში მიმკურნალეს მალამოებით. ყველამ უთხრა, რომ ჯერ თბილისში უნდა წავსულიყავით და არა მოსკოვში. მშვენივრად ვარ ასეც, თუმცა შესაძლო იყო გადარჩენილიყო“, - აღნიშნა ნოე სულაბერიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე