
„ღამის შოუს ბენდის“ ახალი წევრი ნინი ყულეჯიშვილი დაქორწინდა. მომღერალმა ქორწილიდან კადრები
სოციალურ ქსელში გაავრცელა. ნინი და მეუღლესთან, თორნიკე ინწკირველთნ ერთად
მართლაც შესაშინვად გამოიყურებოდა.
„ჩვენ ოჯახებით ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, თავიდანვე, ექვსი წლის წინ დაიწყო ჩვენი ამბავი,
დაახლოებით ორი წელი გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მერე, თბილისში რომ წამოვედი, სამწუხაროდ, გავწყვიტეთ კონტაქტი. ის ბათუმში სწავლობდა, მე – თბილისში, რატომღაც ვერ ავაწყვეთ ურთიერთობა. თოკოს ძალიან ვუყვარდი მთელი ბავშვობა და ეს წლები, ვიცი, რომ ძალიან რთულად
გაიარა.
ყველაზე დიდი როლი მაინც ითამაშა ჩემმა ბებომ. ექვსი წლის წინ ამ ურთიერთობის ყველაზე დიდი
გულშემატკივარი იყო. გული დაწყდა, რომ დავშორდით. მსაყვედურობდა, როგორი ბიჭი დაკარგეო, მისი ოცნება ასრულდა. დღეს ბედნიერები არიან – ჩემი ოჯახიც და მისიც. თოკოს დასაც გული ვატკინეთ ჩვენი გაშორებით და ისიც ძალიან ბედნიერია“, – აცხადებდა ექსკლუზიურად fortuna.ge-სთან ნინი ყულეჯიშვილი.
ფორტუნა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე