
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული პირველკლასელი საბა მუნჯიშვილია.
წუხელ, გვიან ღამით მომხდარ ავარიაში მისი მშობლები და 2 წლის და დაშავდნენ. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ბავშვის მამა მართავდა, ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი მიმდებარე ხევში გადავარდა.
ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ოჯახის სამი წევრი კი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. სამივე დაშავებულს მოტეხილობები აღენიშნება.
ავარიის შედეგად დაღუპულ პირველკლასელს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
„პატარა საბა… რამდენი ოცნება და სიხარული უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ წინ… სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის წინაშე. ნათელი მის პატარა სულს“.
„სკოლაში წასვლა, მეგობრებთან თამაში, ბავშვობის ბედნიერი დღეები… ყველაფერი ერთ წამში დასრულდა. ღმერთმა ძალა მისცეს ოჯახს ამ ენით აუწერელი ტკივილის გასაძლებად“.
„ყველაზე მძიმე მაშინ არის ცხოვრება, როცა ბავშვი გვტოვებს… საბას ჯერ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. მშვიდად განისვენე, პატარა ანგელოზო“, - წერენ სოციალურ ქსელში.
წყარო: პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე