რეზონანსი
05.11.2026

ნანიკო ხაზარაძე მუსიკალურ შოუს იწყებს. როგორც ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, მათ, ვინც მღერის ან უკრავს, შოუ ჩაუწერს სიმღერას და პროფესიონალურ ვიდეორგოლს გადაუღებს.

"იწყება ახალი, ძალიან მაგარი შოუ, რომელიც მხოლოდ სურვილების ასრულებასთან იქნება დაკავშირებული. "მუსიკალური ქარხანა" - კარგად დაიმახსოვრეთ.

ჩვენ მონაწილეები გვჭირდება, ადამიანები, ვისაც გავაბედნიერებთ და ოცნებებს ავუსრულებთ. თუ თქვენ თავად მღერით ან უკრავთ ნებისმიერ ინსტრუმენტზე, ან იცნობთ ასეთ ახალგაზრდას (ჟანრში შეზღუდული არ ხართ), გამოგვიგზავნეთ ვიდეო, სადაც უკრავთ ან მღერით და 30 წამიანი პატარა ვიდეო, სადაც თქვენს შესახებ ჰყვებით, გვიყვებით მიზნებზე და სურვილებზე.

გვერწმუნეთ "მუსიკალური ქარხანა" იქნება ადგილი, სადაც ყველა ადამიანის სურვილი ახდება", - განაცხადა ვიდეოში ნანიკო ხაზარაძემ.

zmna.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×