რეზონანსი
04.11.2026

სოციალური ქსელში მომხმარებელი ნინო მჭედლიშვილი წერს, რომ ძვირადღირებული ბანკეტებისა და საზღვარგარეთ ექსკურსიების დაგეგმვა, ხშირად, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. ზოგიერთ კლასში, გამოსაშვები ღონისძიებების საბერძნეთში ან თურქეთში გამართვასაც განიხილავენ, რის გამოც, ერთი ოჯახის ხარჯმა, შესაძლოა, 3000-5000 ლარს მიაღწიოს.

"რა ხდება სკოლებში?! უამრავ მოზარდთან მაქვს შეხება. ვისმენ ათასნაირ ისტორიას, როგორ იწყებენ დამრიგებლები სკოლებში ბოლო ზარისა და ბანკეტის ორგანიზებას. აქედანვე იწყებენ კრებების ჩატარებას...

ზოგს საბერძნეთში უნდა ერთი კვირით წასვლა, ზოგს თურქეთში საბანკეტოდ! რაც ინფორმაცია მაქვს, თითო ოჯახს, სკოლის დამთავრება, საშუალოდ 3000-5000 ლარამდე უჯდება!

მშობლებს "აიძულებენ," თირკმელი გაყიდონ, რომ შვილი სტრესში არ ჩააგდონ! ეს მატრაბაზი მშობლები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვისი ვარიანტი გაიმარჯვებს! ერთდღიანი ბანკეტები არ ჰყოფნით! მაინცდამაინც მინიმუმ ორდღიანი უნდა იყოს...

განათლების სამინისტროს ცალ ფეხზე ჰკიდია, რა ხდება სკოლებში. სეზონურ ბიზნესს ხელს უწყობენ განვითარებაში. როდის უნდა მოეღოს ბოლო ამ უაზრო ექსკურსიებსა და ქორწილის ტოლფას ბანკეტებს?!

თან მშობლებს აფრთხილებენ, ვისაც არ გაქვთ, იანვრიდან დაიწყეთ საბანკეტო თანხების შეგროვებაო, რომ საბანკეტოდ თანხის პრობლემა არ შეიქმნასო... მარაზმია, აბა რა არის!"- წერს ნინო მჭედლიშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×