რეზონანსი
04.11.2026

ჩვენ ვიხილეთ პრემიერის მხრიდან ემოციების საოცარი კონტროლი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეროვნული კინოცენტრის სტრატეგიული განვითარების დირექტორმა ბაჩო ოდიშარიამ Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუსთან დაკავშირებით.

ოდიშარიას თქმით, პრემიერმა მოახერხა ის, რომ მოვლენებისადმი დისტანცირებულად შეხედვის ძალა მოეკრიბა.

„ირაკლი კობახიძე იქ წარმოადგენდაარა საკუთარ თავს, ეს არ იყო რაღაც ინდივიდუალური გამოსვლა, ის წარმოადგენდა საქართველოს, საქართველოს ხელისუფლებას, ხალხის მიერ არჩეულ და მანდატ მიცემულ მთავრობას. შესაბამისად მე, პირველ რიგში, მისმა გამოსვლამ მომცა მოქალაქეობრივი სიმტკიცე კიდევ ერთხელ იმისა, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჰყავს ძალიან სწორი მთავარსარდალი. ირაკლი კობახიძე აქ ერგებოდა მაქს ვებერს როგორც აქვს ჩამოყალიბებული, იდეალური პოლიტიკოსის სამი ძირითადი მახასიათებელი, ყველაფერს, ვინაიდან მასში იყო საქმისადმი გულწრფელი ერთგულება გამოხატული, მასში იყო პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი გრძნობა, მის რიტორიკაში გაჟღერებულ ყველა სიტყვაზე იყო პასუხისმგებელი და ალბათ ის, რაც ყველაზე შესამჩნევი იყო, ის აფასებდა რეალობას სწორად. განსხვავებით თუნდაც იმ ჟურნალისტისგან, რომელიც მას ეპაექრებოდა. ამას სხვა არაფერი ერქვა. ჩვენ ვიხილეთ ემოციების საოცარი კონტროლი პრემიერის მხრიდან. მან მოახერხა ის, რომ მოვლენებისადმი დისტანცირებულად შეხედვის ძალა მოეკრიბა“, - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×