თამარ ოყუჯავა
04.11.2026

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მასპინძლობით დაგეგმილი „G20"-ის სამიტის წინ, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ თუ ტრამპი პუტინს მიიწვევს, მოლაპარაკებების მაგიდასთან აუცილებლად უნდა იჯდეს ზელენსკიც

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის" მომავალ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიიწვევს, შეხვედრას აუცილებლად უნდა დაესწროს უკრაინის პირველი პირიც.

„თუ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის მიწვევას გადაწყვეტს, მაშინ უკრაინაზე უნდა ვისაუბროთ. ხოლო თუ უკრაინაზე უნდა ვისაუბროთ, მაშინ უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს", - აღნიშნა მერცმა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით, სამიტის მასპინძელი ქვეყანა წყვეტს, თუ რომელი ლიდერები მოიწვიოს ღონისძიებაზე, უკრაინის საკითხის განხილვა უკრაინული მხარის მონაწილეობის გარეშე დაუშვებელია. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპული მხარის ჩართულობისასაც.

„თუ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება, მაშინ ევროპაც იქ იქნება".

კანცლერ მერცის პოზიციის პარალელურად, ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ტრანსფორმაციაზე, აშშ-ის არჩევნების შემდგომ შესაძლო ცვლილებებსა და ევროპის, განსაკუთრებით კი გერმანიის, წამყვან როლზე.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უსაფრთხოება ჰაერივით აუცილებელი რესურსია, რომლის გაქრობაც კატასტროფულ შედეგებს იწვევს.

„უსაფრთხოება - ეს არის ის, რაც ჩამოაყალიბებს მომავალ წლებს და, სავარაუდოდ, მომავალ ათწლეულებს... როდესაც უსაფრთხოება ქრება, მასთან ერთად ქრება ყველაფერი, რაც ნორმალურ ცხოვრებას შესაძლებელს ხდის. რამდენი წუთი შეუძლია გაძლოს ადამიანმა ჰაერის გარეშე? პასუხი ყველამ ვიცით. ეს ნიშნავს გარდაუვალ სიკვდილს. ადამიანების უმეტესობისთვის უსაფრთხოების დაკარგვა იგივეს ნიშნავს." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამერიკულ არჩევნებსა და გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრისას, ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ევროპამ საკუთარ თავზე აიღოს მეტი პასუხისმგებლობა, რადგან ვაშინგტონი შესაძლოა შიდა გამოწვევებზე ფოკუსირდეს. ამ კონტექსტში მან აშშ-ის მოქმედი ელჩის განცხადებაც გაიხსნება. უნდა გააცნობიეროს ახალი რეალობა - ვაშინგტონი შესაძლოა უფრო მეტად იყოს საკუთარ შიდა გამოწვევებზე ფოკუსირებული.

„შეგახსენებთ ერთ განცხადებას: „ამერიკა, როგორც გარანტი სამყაროსთვის, ბოლო 80 წლის განმავლობაში აღარ არსებობს". ეს აშშ-ის მოქმედი ელჩის სიტყვებია.

„როდესაც მარტო დგახარ, მსხვერპლი ხდები... ევროპაში არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მარტომ დაიცვას თავისი ცა ბალისტიკური რაკეტების იმ რაოდენობისგან, რაც რუსეთს ან დასავლეთის ნებისმიერ სხვა მტერს შეუძლია გაუშვას. არავის."

„დიდი ოცეულის" ლიდერების მორიგი სამიტი 14-15 დეკემბერს, აშშ-ში, მაიამიში იგეგმება, სადაც მასპინძლის სტატუსით დონალდ ტრამპი წარდგება.

ბერლინში გაჟღერებული გზავნილები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ოფიციალური ევროპის პოზიციას: ნებისმიერი დიპლომატიური დისკუსია კიევისა და ევროკავშირის პირდაპირი მონაწილეობით უნდა ჩატარდეს. მაიამის სამიტის მოახლოებასთან ერთად იზრდება ინტერესი, გადადგამს თუ არა დონალდ ტრამპი ნაბიჯს და გახდება თუ არა ფლორიდა ორი ქვეყნის ლიდერის პირველი პირისპირ შეხვედრის ადგილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×