რეზონანსი
01.11.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირ-S2"-ს და „S-400 ტრიუმფის" სამეთაურო-საშტაბო მანქანას დაარტყა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს.

"ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი "სანქციების" სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა. დარტყმა განხორციელდა „კამენსკის კომბინატზე" - რუსეთის თავდაცვის მრეწველობის საწარმოზე, რომელიც რაკეტების წარმოებაშია ჩართული. დარტყმა ასევე განხორციელდა „პანცირ-S2"-ის სისტემასა და „S-400 ტრიუმფის" სისტემის სამეთაურო-საშტაბო მანქანაზე. დაზიანებული საჰაერო თავდაცვის საშუალებების საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების მებრძოლებს.

"სამართლიანად ვიცავთ თავს რუსეთის აგრესიისგან და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობა, ეს აგრესია გააგრძელოს", - აცხადებს ზელენსკი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×