რეზონანსი
01.11.2026

გერმანიაში ცხოვრების გაზრდილი ხარჯების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ფრანკფურტის ცენტრში მაღაზიები გაძარცვეს და სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ. ფრანკფურტის გარდა, ძალადობის ინციდენტები მოხდა ბერლინში, კიოლნსა და ჰამბურგში, პოლიციის თქმით, მომიტინგეთა დასაშლელად, რომლებიც გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლებს პიროტექნიკას, ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ, წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ცნობისთვის, ათასობით ადამიანი შეუერთდა ჯგუფ Gen Z regelt-ის (თაობა Z-ი იღებს პასუხისმგებლობას) მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ სკოლების არასათანადო დაფინანსებას, ცხოვრების ხარჯების ზრდას, სახელმწიფო დაფინანსების შემცირებასა და სამხედრო სამსახურს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×