რეზონანსი
31.10.2026

მისი მხრიდან გახმოვანებულ მსგავს შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს, ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ჩვენს საზოგადოებაზე და პირიქით, კონტრპროდუქტიულია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მიკიტა პოტურაევის განცხადების კომენტირებისას.

„ადამიანი, რომლის უშუალო მონაწილეობითაც უკრაინაში 2022 წლიდან 22 პარტია აიკრძალა; ადამიანი, რომელიც იტყუებოდა, რომ თითქოს, სააკაშვილი კვდებოდა და ყველამ იცის, რომ ეს იყო სიმულანტობა, შესაბამისად, მისი მხრიდან გახმოვანებულ მსგავს შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს, ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ჩვენს საზოგადოებაზე და პირიქით, კონტრპროდუქტიულია, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეები კარგად ხვდებიან, რომ უხეშად ერევიან, რათა უცხოური აგენტურა როგორმე გადაარჩინონ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და უკრაინის რადის დეპუტატმა მიკიტა პოტურაევმა, რომელიც საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესს აპროტესტებს, უკრაინაში თავად აკრძალა 18 პარტია. პოტურაევი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეს გამოეხმაურა. მან სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას შემაშფოთებელი უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×