რეზონანსი
30.10.2026

მარტა კოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი ეძებდნენ შემოვლით გზებს კონკრეტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად, პირდაპირ აღნიშნა, რომ აპირებენ ქართული კანონის დარღვევას, ამ ფონზე, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ კვლავაც ფინანსდება ამა თუ იმ ფორმით უცხოური აგენტურის აქციები საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის სამწუხარო და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს დამოკიდებულება შეიცვლება.

„სამწუხარო დამოკიდებულებაა, ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რაც იმედია, შეიცვლება მომავალში“, - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×