რეზონანსი
30.10.2026

მომღერალი ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს, სადაც ბარიატრია გაკეთებული ადამიანების დამოკიდებულებაზე საუბრობს ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ.

როგორც ის აღნიშნავს, ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში ყველაზე მთავარია, რომ დარჩე ადამიანად. 

„დროსთან ერთად რაღაცეები ხომ უნდა შეიცვალოს, მაგრამ ერთი რაღაც მგონი უფრო უარესდება. ეს არის ბარიატრია გაკეთებული ადამიანების ცინიკურობა და აგრესია ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ. თითქოს ის ადამიანები ვისაც არ გაუკეთებია ეს ოპერაცია დაბალი დონე არიან. როდესაც ადამიანს ჭარბი წონა აქვს კეთილია და როდესაც ამ წონას იკლებენ, თითქოს რაღაცებისგან თავისუფლდებიან. ადამიანობის ნაწილს კარგავენ. ჩვენი არჩევანი იყო, რომ ეს ოპერაცია გავიკეთეთ. მივედით იქამდე, სადამდეც მივედით. არჩევანზე ბევრად მეტია, რომ დარჩე ადამიანად. თქვენი საზღვრები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი“, - ამბობს ბარბარა სამხარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×