რეზონანსი
29.10.2026

სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, - ინფორმაციას გამოცემა „არმენპრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული კრება აუდიტის პალატის წევრის არჩევის საკითხს განიხილავდა, რა დროსაც დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა.

როგორც გამოცემა წერს, მმართველი „სამოქალაქო კონტრაქტის“ წევრმა, ტარონ ჩახოიანმა სიტყვით გამოსვლისას „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, ნარეკ კარაპეტიანს მიმართა და განაცხადა, რომ მის ბიძაშვილს ჯერ კიდევ არ მოუხდია ბოდიში საპარლამენტო არჩევნების წინ გაკეთებული კომენტარისთვის, რომლის მიხედვითაც, „ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქალთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ცალკეული სამინისტროს შექმნას აპირებდნენ“.

ნარეკ კარაპეტიანი ჩახოიანის ტრიბუნას მიახლოვდა, რის შემდეგაც სომხეთის პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

მომხდარის შემდეგ სომხეთის ეროვნული კრების სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×