რეზონანსი
27.10.2026

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პოლიტიკური თანამშრომლობის გამო ხდება, ტყუილია.

მისი თქმით, პარტიებს პოლიტიკურ თანამშრომლობას არ ედავებიან - საქმე ეხება თანამშრომლობას ქვეყნისთვის საზიანო და არაკონსტიტუციურ ქმედებებში. გორდულაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად კონსტიტუციით დაცული პოლიტიკური თანამშრომლობისა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმეში თანამშრომლობა პარტიის აკრძალვის საფუძველია.

„ტყუილია, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პარტიების გაუქმება მათი პოლიტიკური თანამშრომლობის გამო სურს.

სინამდვილეში: სარჩელში მითითებულ პარტიებს ჩვენ პოლიტიკურ თანამშრომლობას არ ვედავებით. სარჩელში მითითებულ პარტიას ჩვენ ვედავებით თანამშრომლობას ქვეყნისთვის საზიანო და არაკონსტიტუციური ქმედებების განხორციელებაში. ჩვენი კონსტიტუციით მართლაც არის დაცული პოლიტიკური თანამშრომლობა, მაგრამ დაუშვებელია და პარტიის აკრძალვის საფუძველია თანამშრომლობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმეში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×