რეზონანსი
27.10.2026

ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა და ის ქალაქის მიღმაც გაფართოვდა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ცეცხლის შეწყვეტა დაიწყო. უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა მოსკოვის დროით 16:00 საათზე, 2026 წლის 27 ოქტომბერს.

ვადები გრაფიკზე ორი დღით ადრე გადმოიწია მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველსაყოფად. ცეცხლის შეწყვეტის გეოგრაფიული არეალი ხერსონი ოლქში, ოლეშკის მიღმაც გაფართოვდა, რათა ჰუმანიტარულ კოლონებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეთ.

გენერალმა ვალერი ვასილევიჩმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, დაადასტურა", - წერს მელანია ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×