რეზონანსი
27.10.2026

პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს დამნაშავეს, რომელმაც 24 წლის კაცი საკუთარი ძმის ქორწილში მოკლა. შემთხვევა 26 ოქტომბერს  რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდუნარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მოკლული გურამ ბოიკოა. მისი ოჯახი  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ცხოვრობს. 

ერთ-ერთი ვერსიით, ქორწილის წვეულებაზე ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის  დაპირისპირება მოხდა, რაც რესტორნის გარეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. გურამ ბოიკო კი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა. 

ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, 24 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

წყარო: ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×