რეზონანსი
23.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში აგენტურული ოპოზიციის ლუსტრაცია ხდება, რადგან, ფაქტობრივად, აღიარებით ჩვენებას იძლევიან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ორი დღის განმავლობაში მიმდინარე საჯარო და გამჭვირვალე პროცესი ამყარებს საკითხებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს.

„ვინმეს თუ კიდევ ეპარებოდა ეჭვი, რომ კვალიფიკაციის მიღმა არიან, ამ პროცესმა ზუსტად აჩვენა, ყველაფერთან ერთად,  ინტელექტუალურ პოტენციალშიც ძალიან უჭირთ. მეორე მხრივ, ყველაფერი, რაზეც ისინი საუბრობენ, საზოგადოებაში მათ საწინააღმდეგოდ აღიქმება. ეს ყველაფერი ამ მხრივაც საინტერესოა, რადგან აღიარებას ახდენენ, რატომ არიან ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ძალა. ფაქტია, ამან კიდევ უფრო მეტად გაამყარა საფუძვლები, რის გამოც ხალხის დაკვეთით საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვართ. დანარჩენი, საკონსტიტუციო სასამართლოზეა დამოკიდებული. ვფიქრობთ, ამ ორი დღის განმავლობაში პროცესი, რაც საჯარო და გამჭვირვალეა, კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ასაბუთებს იმ საკითხებს, რაც ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში წარვადგინეთ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×